შოთაძე: მირზა სუბელიანის შვილს შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან

ამის შესახებ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან ახსნა-განმარტების მიცემის დროს განაცხადა. 

"ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული, მითუმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არა არსებობს. არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში.

მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან  არის ის , რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...