“შოთაძე ღირსეული პროფესიონალია” – გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღებაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ, აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე.
შეგახსენებთ, პარლამენტში გენერალური პროკურორის პოსტზე კენჭი უნდა უყარონ ირაკლი შოთაძეს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და ბოიკოტს უცხადებს.