შოთა უტიაშვილი: შსს არც ახლა და არც არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი

“ის რომ პოლიციის სისტემას აქვს გამოწვევები, პოლიტიზირებულობის გამო ეს სისტემა არ არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და არც ყოფილა არასდროს. არც მაშინ 9 წლის დროს და არც ეხლა, ამაზე არ ვლაპარაკობ. ეს საერთოა. როდის იყო  სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი?” ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გადაცემაში თეონა ბაკურაძის “დღის ამბები” განაცხადა.

„ის რომ ამდენი ადამიანი ჩვენებას ცვლის საქმეზე, ეს საეჭვო გარემოებაა. ოჯახის წევრებმაც დაადასტურა რომ ამდენი შეცვლილი ჩვენება ძალინ ცუდ რამეზე მიანიშნებს.

ახალგზარდა ბიჭია და ცხადია, პოლიციას აქვს ინტერესი საქმე გამოიძიოს. შეუძლებელია სხვაგვარი ინტერესი ქონდეს. იწყებს პოლიცია ჩვენების მოგროვებას და უცებ ჩვენები იცვლება. რატომ იცვლება?

შეიძლება რადიკალურად შეცვლი ჩვენება არ არის, მაგრამ ჩანს რომ ერთი მიმართულებით იცვლება, თითქოს უხილავი ხელი ერევა, რომელიც ალაგებს საქმეს და მოწმეებს ეუბნება ამ მიმართულებით უნდა წახვიდეთ, იმ მიმართულებით უნდა წახვიდეთ.

მთავარი კითხვაა არა არის ეს უხილავი ხელი? ვინ და რატომ აიძულებს მოწმეებს ჩვენებები შეცვალონ. რატომ ქრება პოლიციის მიმართ ნდობა? რატომ ხდება ისე რომ თითქმის ყველა გახმაურებულ საქმის შემდეგ მთავრობას უწევს გამოსვლა და   იმის მტკიცება რომ აი, ჩვენ არც დანაშაულთან ვართ შუაში და არც გამოძიების პროცესის გაჭიანურებაში? ეს ყველაფერი ერთად გვაჩვენებს იმას, რომ კლიმატი შეიცვალა ქვეყანაში და ეს კლიმატი არის ძალინ მძიმე.  იცით რა მაქვს მხედველობაში? ყველა ადამიანი ფიქრობს თავი ოჯახზე და  მათ უსაფრთხოებაზე და კანონმორჩილი მოქალაქე როგორც წესი მიმართავს ხოლმე პოლიციას და ფიქრობს რომ ის კანონის ან უსამართლობის მსხვერპლია.

იმის მერე რაც პოლიციისა და გამოძიების მიმართ ნდობა შეირყა, ეს არაერთ საქმეზე იყო დაწყებულო „ხორავას ქუჩის საქმიდან“ ბოლო საქმეებით დამთავარებული.

ადამიანებს უჭირთ არჩევანის გაკეთებ. რა სჯობს, პოლიციას მიმართონ , ჰქონდეს პოლიციის იმედი თუ ხომ არ მოხდება ისე, რომ პოლიციას მიმართავ კიდევ უარეს შარში გაყოფ თავს.

ყველაზე გახმაურებული და ნიშანდობლივი მძიმე საქმე ჩემი აზრით იყო საქმე, როცა ადამიანი ჰყავდათ მოწმის სტატუსით პროგრამაში, ანუ პოლიცია მას იცავდა  საგანგებოდ და მერე თვითონ პოლიციელებმა აიღეს და გადასცეს კრიმინალ ტიპებს, რომლებმაც მართლა შური იძიეს.

თუ პოლიცია არ იცავს იმ ადამიანს, ვისი დაცვას მისი უპირველესო მოვალეობაა, რა უნდას იფიქროს სხვა მოქალაქემ. ექნება მას პოლიციის იმედი თუ არ ექნება? იქითკენ მივდივართ რომ ეს იმედი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.

ის რომ პოლიციის სისტემას აქვს გამოწვევები, პოლიტიზირებულობის გამო ეს სისტემა არ არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და არც ყოფილა არასდროს. არც მაშინ 9 წლის დროს და არც ეხლა, ამაზე არ ვლაპარაკობ. ეს საერთოა. როდის იყო  სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი? ეს უბედურება ამას მოსდევს. ახლა დაემატა მეორე უბედურება, უფრო დიდი, არა მხოლოდ პოლიტიკური გავლენებისგან არ არის თავისუფალი. ახლა უკვე საქმეში ჩნდება კრიმინალური ავტორიტეტები და მათი გავლენები. ეს სახიფათო ტენდენციაა,  უსაფრთხოების განცდას აზიანებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად