შოთა ნოზაძე: საქართველოში დღეს განუკითხაობაა, აქ სიტყვის თავისუფლების დასაცავად მოვედი

საქართველოში დღეს განუკითხაობაა, "რუსთავი 2"-ის გვერდით ვდგავარ დ ვიცავ სიტყვის თავისუფლებას, – ამის შესახებ „აიპრესთან“ მსახიობმა შოთა ნოზაძემ განაცხადა, რომელიც ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობს.

"მე ვუერთდები მეგობრებს, ვუერთდები "რუსთავი 2"-ს და ხალხს, რომ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, იმ ფაქტის შესახებ რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩემი აზრით ეს არის განუკითხაობა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ დავიცვა სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა "აიპრესთან" შოთა ნოზაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად