შოთა მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა!

61 კილოგრამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე დღეს 61 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანმა კაცებმა იასპარეზეს.

საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრებაში რამინ შაიშმელაშვილი და შოთა მიშველიძე მონაწილეობდნენ. 

რამინ შაიშმელაშვილმა პირველ მოძრაობაში – ატაცში, პირველ მისვლაზე 121 კგ დასძლია, შემდეგ მეორე ცდა გაუცუდდა, 124 კგ ვერ აიტაცა, მესამე ცდაზე კი შეძლო ამ წონის ატაცება და მე-6 ადგილზე გავიდა. აკვრაში შაიშმელაშვილმა თანმიმდევრულად დასძლია 144 კგ, 149 კგ და 152 კგ და ორჭიდის ჯამში 276 კგ-ით მე-5 ადგილზე გავიდა.

შოთა მიშველიძემ ატაცში 125 კგ -ით დაიწყო ასპარეზობა და შეძლო წონის აწევა და დაფიქსირება, 129 კგ კი ვერც მე-2 და ვერც მე-3 მისვლით ვერ დასძლია. აკვრაში შოთა მიშველიძემ პირველ ცდაზე 147 კგ ვერ დასძლია, თუმცა მე-2 ცდაზე წონას მაინც დაამატა და 149 კგ აიღო. მე-3 ცდაზე მიშველიძემ 156 კგ დასძლია, რც აკვრაში მცირე ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ორჭიდის ჯამში შოთა მიშველიძე 1 ქულით ჩამორცა მე-3 ადგილზე გასულ თურქ ფერდი ჰარდალს. მეორე ადგილზე ასევე თურქი, ბუნიამი სეზერი გავიდა 283 კგ-ით, პირველი კი 286 კგ-ით ბელარუსელი გენადი ლაპცევი იყო.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად