შოთა მიშველაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მონაწილეები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოპოვებისთვის იბრძვიან.

დღეს 61კგ წონით კატეგორიის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. საქართველოს წარმომადგენელმა, ევროპის ჩემპიონმა შოთა მიშველაძემ, პირველ მოძრაობაში ბათუმში, წელს, აპრილში, ევროპის პირველობაზე ნაჩვენებ შედეგზე 10 კგ-ით მეტი, 135 კგ აიტაცა (130 -135*-135) და მესამე ადგილი იაპონელ იოიჩი იტოკაზუს მხოლოდ უფრო მეტი პირადი წონის გამო დაუთმო.

მეორე მოძრაობა მან 151 კგ-ით დაიწყო და ეს წონა წარმატებით აკრა. მეორე მისვლისთვის მან ბათუმში დაძლეულ 156 კგ-ზე 4 კგ-ით მეტი, 160 კგ შეუკვეთა, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაძლევა. მიუხედავად ამისა, მან ბოლო ცდისთვის მაინც გაზარდა წონა, 163 კგ შეუკვეთა. ცდა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა და 287 კგ-ით შოთა მიშველაძემ ორჭიდში მე-7 ადგილი დაიკავა. ამ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს: 1. ფაბინ ლი (ჩინეთი ) – 318 (145+173) 2. ეკო იული ერავანი (ინდონეზია) – 306 (140+166) 3. ფრანცისკო მოსქერა (კოლუმბია) – 302 (130+172)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად