შოთა გეწაძე: პრეზიდენტი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

საქმე გვაქვს სახიფათო პროცესებთან. ბოლო პერიოდში იყო მცდელობა მოეხდინათ ზეწოლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "დებატები მაესტროზე" განაცხადა. 

"ეს იყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩემდა გასაკვირად, ჩემთვის ძალიან საწყენად, პირდაპირ თუ ირიბად ამ პროცესებში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო. სხვაგვარად ვერ ავხსნი იმ ფაქტს, როდესაც გასულ ორშაბათს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო პარასკევ დღეს და სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა აწ განსვენებული ქალბატონი ირინა ენუქიძე. 

სამშაბათს გურამ გირგვლიანმა ამ ღონისძიებაზე განაცხადა, თუ ლევან მურუსიძე აირჩეოდა მოსამართლედ იგი ჯილდოს დააბრუნებდა. ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტიც არის ამ მოძრაობაში ჩაფლული და იგი ცდილობდა მიეთითებინა იუსტიციის საბჭოსთვის, რაღაც ფორმით რა გადაწყვეტილება მიეღო ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და კონკრეტულ გზავნილს თავისი სიტყვით და მოქმედებით აკეთებს,  ბუნებრივი ეს შეიძლება აღქმული იქნას ზეწოლად. 

ის ბატონი ლევანის არჩევის შემდეგ გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ ის იბრძოლებს სამართლიანი სასამართლოსთვის. ე.ი. ეს რას ნიშნას, სასამართლო არის უსამართლო, მოხდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება ბატონი ლევანისთან დაკავშირებით და იგი ნებისმიერი სამართლებრივი გზით შეეცდება ამის გამოსწორებას, ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. ის აცხადებს დამოუკიდებელი ხელისუფლების მისამართით. რა დავარქვათ ამას თუ არა ზეწოლა სასამართლოზე". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...