შოთა გეწაძე: 1 წელია ვიგრძენი შინაგანი მზაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის!

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძემ განაცხადა.

„შევეცდები კვალიფიციურად წარმოვაჩინო ჩემი თავი, რომელის დღესაც სამოსამართლეო საქმიანობას ვახორციელებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ამავდროულად შევეცდები ჩემი თავი წარმოვაჩინო როგორც პიროვნება, ვინაიდანა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენთვის. შევეცდები რომ ბოლომდე ვიყო გულწრფელი.

მინდა მოგითხროთ რატომ არ მაკმაყოფილებს მე თბილისის სააპელაციო სასამართლო, სადაც მოსამართლე ვარ, რატომ მაქვს სურვილი გადავიდე უზენაეს სასამართლოში.

ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილება და კარიერა მთლიანად უკავშირდება სასამართლოს. 2003 წლიდან მოყოლებული ვარ სასამართლო სისტემაში. ერთი პერიოდი ვიმუშავე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გავიარე თითქმის ყველა პოზიცია, საქმის გასაცნობი ოთახის ზედამხედველიდან დაწყებული, სხდომის მდივანი, თანაშემწე, ბიუროს უფროსი, აპარატის უფროსი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა დავასრულე. პირველი ინსტანციის მოსამართლე გახლდით 5 წლის მანძილზე.

უკვე  4 წელია ვარ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ანუ მინიმუმ ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე , ჩემთვის უზენაეს სასამართლოში დაწინაურება იქნება სრულიად ლოგიკური. გარდა ამისა, არის მეორე ფაქტორი, შინაგანად მე ვგრძნობ რომ უკვე მზად ვარ ამისთვის. ბოლო 1 წელა ვიგრძენ შინაგანი მზაობა ამისთვის, რაშიც დამარწმუნა როგორც ჩემმა გადაწყვტილებამ, ასევე მხარეთ რეაქციამ, ზემდგომი სასამართლოს პოზიციამ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხა შოთა გეწაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად