შოთა დიღმელაშვილი: ალბათ, “გერმანული მოდელი” ბერლინის კედლად აღიქვეს

მომდევნო პიკეტებზე ვიზრუნებთ, რომ უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრენ პარლამენტში, – – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება, ხოლო სესიო კვირის გახსნის დღეს დიდი აქციაც იგეგმება.

“გერმანული მოდელი” გაიგეს ალბათ, როგორც ბერლინის კედელი. ნახეს, რომ ყველა შესასვლელი ბლოკირებულია და მიმდინარეობს პიკეტი. ამის მიუხედავად მოძებნეს რაღაც უკანა ხვრელები და დეპუტატები შეძვრნენ პარლამენტში. მომდევნო პიკეტებზე ვიზრუნებთ, რომ უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრენ პარლამენტში. ანუ პროტესტის ეს ფორმა, მშვიდობიანი პიკეტის არაძალადობრივი ფორმა გაგრძელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. პროპორციული არცევნები კი არ გვაჩუქეს, ამაში სისხლი გადაიხადა ხალხმა.

დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნები შემდეგი სესიები და შემდეგი საპარლამენტო დღეები როცა იქნება, იმ დღესაც დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად. სირცხვილის კორიდორების, მონების შეძახილების და ყველა არაძალადობრივი გზა რაც არის, იმის გავლით მოუწევს პარლამენტარებს “მუშაობა”. დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ, თუ ხვალ იმუშავებს პარლამენტი. პარალელურად, სასესიო კვირა როცა გაიხსნება, იგეგმება დიდი საყოველთაო აქცია”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად