შოთა დიღმელაშილი: დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად სასამართლოში მივდივართ (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საინფორმაციო აქცია დასრულდა.

როგორც “აიპრესთან” საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს.

ოპოზიცია 25 ნოემბერს პარლამენტის განმეორებით პიკეტირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად