შოთა არველაძე “რეალში” სამწვრთნელო სტაჟირებას გადის

"ქასიმფაშას" ყოფილი ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე, მადრიდის "რეალის" აკადემიაში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

ქართველი მწვრთნელი "რეალში" ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მოხვდა.

"დღეს პირველი დღე მქონდა, ხვალ მეორე დღე მაქვს, ზეგ კი – თამაში… ვარჯიშზე ვეკითხები მწვრთნელს რას აკეთებს და რატომ აკეთებს. შემდეგ მთელ ამ პროცესს ვადევნებ თვალს და კითხვები მიჩნდება, რა დანიშნულება აქვს მის მოქმედებებს და ა.შ. მინდა, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო. მინდა ზურას მადლობა გადავუხადო, რადგან ის ძალიან მალე მონდომებით მოეკიდა ჩემს ინიციატივას და დამეხმარა აქ ჩამოსვლაში" – განაცხადა არველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ "ქასიმფაშას" მწვრთნელის პოსტი, 13 მარტს დატოვა. ქართველი სპეციალისტი ჯერჯერობით უმუშევარია.

არველაძის სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს "ალკმარში" დაიწყო. იგი ლუის ვან გალის თანაშემწედ დაინიშნა. 2010 წლიდან გახდა თურქული კლუბის, „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი, "ქაისერისფორი" არველაძემ 2012 წელს დატოვა და ამავე წლის ოქტომბრში "ქასიმფაშას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად