შოთა არველაძე გახარიას გუნდში შესაძლო ყოფნაზე: არაფერში ვმონაწილეობ, ჩემი საქმე მაქვს

“მე არ ვმონაწილეობ არაფერში და არც ჩემი ძმები. არ ვაპირებ, არ მაინტერესებს… მაქვს ჩემი საქმე. მეტი რაღა დავასრულო? არა არის არა!” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე არ ვმონაწილეობ არაფერში და არც ჩემი ძმები. არ ვაპირებ, არ მაინტერესებს… მაქვს ჩემი საქმე. მეტი რაღა დავასრულო? არა არის არა!

როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და წყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორი აქტიურიც ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემ თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემ თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ”, – განაცხადა შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია მერობის კანდიდატად ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...