შორენა ღლონტი: ჩვენ ვიბრძოლებთ მთავარი იდეისთვის – საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვისთვის

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებების მიუხედავად, საინფორმაციო სამსახური დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად ბრძოლას გააგრძელებენ.

შორენა ღლონტი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში ჟურნალისტებს, საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ. სამსახურის უფროსი ფიქრობს, რომ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარე პროცესები, საერთო გეგმის ნაწილია, რომლითაც გარკვეულ ჯგუფებს არხის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და პროსახელისუფლებო გავლენების მოპოვება სურთ.

„ეს პროცესები დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, ნათელი იყო როგორ დასასრულს გეგმავდნენ. საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო. ჩვენ წლების განმავლობაში მოვიპოვეთ საზოგადოების ნდობა. იმას, რომ ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და ვიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას ამას ა არაერთი საერთაშორისო თუ შიდა კვლევა ადასტურებს.

ჩვენი გუნდი აგრძელებს ბრძოლას და გვაქვს საზოგადოების თანადგომის იმედი, რომ ხალხი არ დაუთმობს არცერთ პოლიტიკურ თუ გარკვეულ ჯგუფს მის მონაპოვარს – რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ქვია. ბუნებრივია ვინც ეს გეგმა შეიმუშავა ერთი მიზანი აქვს გახდეს მაუწყებელი მაამებლური და არა ისეთი როგორიც ახლაა.

ნათელია რას ემსახურება ჩემს მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება და ჩემი მოადგილის, მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება. მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. ამ მიზნით შეუცვალეს ნათია ზოიძესაც ხელშეკრულება და ის იძულებული გახდა მაუწყებელი დაეტოვებინა. ჩვენ ვიბრძოლებთ მთავარი იდეისთვის – საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვისთვის, რომ საზოგადოებას ქონდეს გავლენებისგან თავისუფალი მედია და ქვეყნაში პოლარიზებული გარემო შეიცვალოს“, -აცხადებს შორენა ღლონტი.

დღეს, აჭარის ტელევიზიასთან, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. კოლეგების სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

აჭარის ტელევიზიის შენობასთან აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები, მათი კოლეგები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და , ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, რომლითაც ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწო, მისი მოადგილის შტატი კი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად