შოიგუ: ამერიკამ INF-ის ხელშეკრულებიდან გასვლამდე, ამგვარი რაკეტების განვითარების დაფინანსება დაიწყო

შეერთებულმა შტატებმა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლამდე (INF ხელშეკრულება) თითქმის ერთი წლით ადრე, ამგვარი რაკეტების განვითარების დაფინანსება დაიწყო. ამის შესახებ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

”სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თითქმის ერთი წლით ადრე, აშშ-ს ბიუჯეტში ასეთი რაკეტების განვითარებისთვის სახსრები გამოჩნდა. დამტკიცებულია, რომ გამოყოფილი სახსრები მიზნად ისახავდა ამგვარი რაკეტების შემუშავებას”,- აცხადებს სერგეი შოიგუ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მზად არის, რომ საშუალო და მოკლე დიაპაზონის მქონე რაკეტებზე აშშ-სთან დიალოგი განაახლოს.
„მოსკოვი მხოლოდ საკუთარ რაკეტებს განათავსებს, თუ ამერიკელები მათ ევროპაში, აზიასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დააყენებენ“,-აღნიშნავს შოიგუ.
შეერთებულმა შტატებმა INF-ის ხელშეკრულება 2 აგვისტოს ოფიცილურად დატოვა. მიზეზი რუსეთის მიერ ხელშეკრულების დებულებების სავარაუდო დარღვევა იყო. ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ 9M729 ტიპის რაკეტა ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ იწარმოებოდა. საპასუხოდ, მოსკოვში განაცხადეს, რომ ამ რაკეტის დიაპაზონი INF-ის ხელშეკრულებას არ ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...