შობის დღესასწაულზე ოზურგეთში ტრადიციული „ალილო“ გაიმართა

მსვლელობას, რომელსაც წინ სასულიერო პირები მიუძღვოდნენ, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

ალილოს მსვლელობას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მონაწილეებს საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცეს.

„ ქრისტეშობის დღესასწაულზე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები გროვდება და ამ ლამაზ ტრადიციას სიხარულით ვუერთდებით. ვულოცავ გურიასა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს. გისურვებთ სიკეთეს და უფლის წყალობას, მრავალს დაესწარით“- გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად