შშმ პირების პარკირების დარღვევისათვის ჯარიმა გაიზარდა

შშმ პირების პარკირების დარღვევისათვის ჯარიმა გაიზარდა.

პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, შშმ პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკიერებისას 10 ლარიანი ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა.

ჯარიმა გავრცელდება როგორც დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად