შმაგი ბოლქვაძე: ბედნიერი ვარ, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა, ჩემი კუთხე – აჭარა

ოლიმპიურმა მედალოსანმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელმა შმაგი ბოლქვაძემ "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ იგი გაჩერებას არ აპირებს და შეეცდება მომავალში გულშემატკივარი უფრო მეტად გაახაროს.

"ძალიან დიდი ბედნიერებაა, ჩემს სიხარულს ვერ გამოვხატავ. მე ჩემპიონობა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა უმედლოდ არ დავბრუნებულვარ.

ძალიან გახარებული ვარ, ამდენი ხალხი რომ დაგვხვდა. ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა, ჩემი კუთხე – აჭარა.

ამას, რა თქმა უნდა, არ დავჯერდები და მომავალში ვეცდები შედეგი უფრო გავაუმჯობესო და გავახარო ჩემი სამშობლო", – განაცხადა შმაგი ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად