შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ავტომობილი დაიწვა

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ავტომობილი დაიწვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, “ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტმობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როცა მანქანა გამხმარი ბალახით იყო დატვირთული და მეპატრონე სახლში ბრუნდებოდა.

მგზავრებმა მანქანის დატოვება დროულად შეძლეს.

ცნობისათვის, ხანძრის შედეგად შირაქის ველზე ხორბლისა და ქერის მოსავალი დაიწვა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

კომენტარები
იტვირთება...