შიოლაშვილი კაციტაძეს: თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დათმობაზე წასვლას არ იმსახურებს

ამის შესახებ, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სადაც, მამუკა კაციტაძემ ოპოზიციის მიერ მომზადებული, პროპორციულ სისტემზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარუდგინა.

“მე ვფიქრობ რომ ჩვენი გუნდი ძალიან დიდ დათმობაზე წავიდა და გავხსენით მთლიანად სისტემა . მეტსაც გეტყვით, იმდენად გავხსენით, რომ თეორიულად შეიძლება მომავალში ქვეყნის სტაბილურობასაც კი შეექმნას საფრთხე. ამ ფონზე, თქვენ აკრიტიკებთ ჩვენს პროექტს და საუბრობთ ბლოკებზე და ბარიერებზე.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ ჩემდა სამწუხაროდ და დღევანდელმაც დაადასტურა წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას ამ შემთხვევაში რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას მაგრამ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მე მაინც დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას:

რა უპირატესობა აქვს თქვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ანუ რით ჯობია პროპორციული სისტემა მაჟორიტარულს?

რა რისკებს ხედავთ თქვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში რას ფიქრობთ მაგალითად კრიზისთან დაკავშირებით მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით თქვენ ეხლა ხედავთ თუნდაც ტელევიზიით არსებულ სხვა ქვეყნების მდგომარეობას და კრიზისებს?

მესამე როგორ უნდა შეუწყოს ხელი თქვენმა კანონპროექტმა მრავალფეროვნებას როცა თავიდანვე აწესებთ ბარიერებს თავიდანვე ქმნით წინაღობას პარტიებისთვის?

ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ პარტიებზე თქვენი კანონპროექტი? კერძოდ, ვგულისხმობ ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას ? მეხუთე საკითხი მნიშვნელოვანი საკითხი დაფინანსების საკითხი და ეგრეთ წოდებული ათი მილიონი მე მინდა მოსახლეობამაც იცოდეს ამ ათი მილიონის თაობაზე რომელსაც 11 პოლიტიკური პარტია ღებულობს დაახლოებით ნახევარი მილიონიდან ერთი მილიონის ფარგლებში და იცით თქვენ ეს სია რომლის სახელი არა თუ პოლიტიკური პარტიის სახელი ჩვენ ხშირად პოლიტიკოსები ვეძახით ერთ კაციან პარტიას და ეს პოლიტიკური პარტიები ყოველთვის გვევლინებიან იმ ბლოკებში რომლებშიც ძირითადად პარტიები გამოდიან სათამაშოდ”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად