შინდისის გმირების ქუჩა ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში. ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.

„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან . სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს – 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!“ – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...