შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს – კარლ ჰარცელს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ არსებული მიმდინარე საკითხები.

ვახტანგ გომელაურმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სექტორში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად