შიდა ქართლის გუნერნატორი თედოწმინდაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი თედოწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრაზე ადგილობრივების მხრიდან რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რაც გუბერნატორის თქმით, შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, დროულად გადაიჭრება.
“მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ადგილობრივების საჭიროებების მათგანვე მოსმენა აიოლებს საკითხების იდენტიფიცირებასა და შემდგომში, მოგვარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რეგიონის თითოეული სოფლეში ჩავიდეთ და ადგილზე გავეცნოთ არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმოთ სამომავლო პროექტები“ – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
გუბერნატორმა შეკრებილებს ის დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, რომელიც მოსახლეობის პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად