შიდა ქართლის ერთ-ერთი სატყეო უბნის ტყის მცველი და კიდევ 1 პირი  ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ამის შესახებ ინფრომაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის ერთ-ერთი სატყეო უბნის ტყის მცველმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების – ნაძვების ამოთხრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4000 ლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის და დანაშაულებრივ ქმედებაში მისი თანამონაწილის დაკავება.  

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცდელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად