შეზუდვების პერიოდში, ზონალური პარკირება უფასო იქნება

თბილისში შეზუდვების პერიოდში, ზონალური პარკირება უფასო იქნება.

✅სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს.

✅ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების პერიოდში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოქმედების არეალებში, პარკირება ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო იქნება. უფასო პარკირებით სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, 28 ნოემბერიდან – 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვა დაწესდა – რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად