შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მოქმედების ვადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალსიტებს განუცხადა და განმარტა, რომ გუშინ, კონსულტაციები გაიმართა ნინო ლომჯარიასთან და დეტალურად გაიარეს მისი რეკომენდაციები.

„მისი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულად კანონპროექტში აისახა. შესაბამისად, მაქსიმალურად დაბალანსებული მოდელი მივიღეთ. ეს არის დროებით გასატარებელი ღონისძიებები. გუშინ აღინიშნა, რომ კონკრეტულ ვადაზე იქნება დათქმა და მითითება. ვინაიდან, დღეს, 11:00 საათზე არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, ექსპერტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მოხდება კონსულტაცია და პლენარულ სხდომაზე გვეცოდინება კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებ: პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

აღნიშბულ კანონპროექტს 101 დეპუტატიდან  მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, 3 წინააღმდეგი იყო.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად