„შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია – პერფომანსი გამართეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებას.

მოძრაობის წევრებმა ადგილზე  სიმბოლურად „ბუტკა“ მიიტანეს.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ არ შეასრულეს დანაპირები, რომელიც 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად