“შეცვალეს” აქტივისტებმა გია ვოლსკის წინააღმდეგ პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა  პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს, სადაც გია ვოლსკის ვიცე-სპიკერობა გააპროტესტეს და მას სიმბოლურად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს.

“გიორგი ვოლსკი არის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ამავდროულად იყო “ცეკას” ინსტრუქტორი. მას სიმბოლურად მოვუტანეთ საბჭოთა კავშირის პასპორტი მისი სურათით,” – განაცხადა აქციის მონაწილე ნიკა ფარულავამ.

“ეს ადამიანი რატომღაც აპროტესტებს და უკვირს პერფომანსი პარლამენტში, რომელიც დადგა პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა და ჩართო საბჭოთ ჰიმნი. ის ხმას არ იღებს როგორ იქცევა რუსეთი საქართველოსთნ მიმართებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკრულ კომენტარებს აკეთებს ხოლმე, რაც კიდევ ერხთელ მიანიშნებს, რომ დღეს საქართელოს ხელისუფლებაში ჰყავს “რუსული ოცნება”, ვიდრე “ქართული ოცნება,”- განაცხადა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის “შეცვალეს” წერვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად