“შეწყვიტე დუმილი! შეაჩერე რასიზმი! ჩვენ აღარ მოვითმენთ!” – პოლ პოგბას ემოციური გზავნილი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი პოლ პოგბა აშშ-ში მინეაპოლისის შტატში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. აღნიშნული პოსტი პოგბამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვხატო გრძნობები იმის შესახებ, რაც მოხდა მინეაპოლისში.
ვგრძნობდი აღშფოთებას, მოწყენილობას, სიძულვილს, აღშფოთებას, ტკივილს, მწუხარებას.

მწუხარება ჯორჯისთვის და ყველა შავკანიანი ადამიანისთვის, რომლებიც ყოველ დღე რასიზმს განიცდიან!

იქნება ფეხბურთში, სამსახურში, სკოლაში, ნებისმიერ შემთხვევაში! ეს უნდა შეწყდეს, ერთხელ და სამუდამოდ! არა ხვალ ან მეორე დღეს, ის დღეს უნდა დასრულდეს! რასიზმის ძალადობრივი გამოვლინების მოთმენა აღარ შეიძლება.

მე არ შემიძლია მოთმენა. მე არ მოვითმენ. ჩვენ აღარ მოვითმენთ!

რასიზმი არის უცოდინრობა, სიყვარული არის ცოდნა

შეწყვიტეთ დუმილი, შეაჩერე რასიზმი”, – წერს პოლ პოგბა.

შეფახსენებთ, მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად