”შეწყდეს ქვეყანაში ძალადობა”- ზელენსკის საარჩევნო უბანთან Femen-ის შიშველი აქტივისტი დახვდა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს, ვლადიმირ ზელენსკის საარჩევნო უბანთან მოძრაობა Femen-ის შიშველი აქტივისტი დახვდა. ამის შესახებ ტელეარხი “112 უკრაინა” იუწყება.

მედიის ცნობით, შიშველი აქტივისტი იმ ადგილზე მივიდა, სადაც ვლადიმირ ზელენსკის ხმა უნდა მიეცა. Femen-ის აქტივისტი სხვადასხვა ლოზუნგებს ყვიროდა:

“შეწყდეს ქვეყანაში ძალადობა,” – აცხადებდა აქტივისტი.

გარდა ამისა, მან ასევე გაიმეორა სიტყვები “კატაში ტომარაში”.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო დებატებისას პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკი ტომარაში მყოფ კატას შეადარა.
“ბატონო ზელენსკი, თქვენ თქვით, რომ ხართ „კატა ტომარაში“, სინამდვილეში თქვენ ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები“, – განაცხადა პეტრო პორშენკომ.
საპასუხოდ, ვლადიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ურჩევნია „კატა ტომარაში იყოს, ვიდრე მგელი ცხვრის ტყავში“.

31 მარტს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების 30.24% დააგროვა, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 15.95%. დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...