შეტაკება ბელარუსში სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის – არიან დაშავებულები (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტელევიზიებმა და მედისაშუალებებმა გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტად კვლავ მათი უცვლელი ლიდერი, ალექსნადრ ლუკაშენკო აირჩიეს, ხალხი ქუჩაში გავიდა და მისი წასვლა მოითხოვა.

საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა. სპეცრაზმსა და მოსახლეობის იმ ნაწილს შორის, რომელიც ლუკაშენკოს არჩევას აპროტესტებდა, შეტაკება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, თუმცა, ოფიციალური ბელარუსი ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ვიდეოზე სწორედ ამ შეტაკების კადრებია გადაღებული.

ეგზიტპოლის მიხედვით ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 79,7%-მა. მისმა ძირითადმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 6,8% მიიღო.

მომდევნო ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: ექს-დეპუტატი ანა კანოპოცკაიას 2,3%., “ილაპარაკე სიმართლე”-ს თანათავმჯდომარე ანდრეი დიმიტროვი – 1,1%, ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სეგეი ჩერეჩენი – 0,9%. ამომრძჩეველთა 9,2%-მა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.

წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 89%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად