შეშა, კასრები და კარვები მთავარ გამზირზე – პარლამენტის წინ ისევ “კარვების ქალაქია” (ფოტორეპორტაჟი)

პარლამენტის წინ ისევ კარვების ქალაქია … მთავარი გამზირი ახალ წელს კვლავ კარვებით “მორთული ხდება”…
ამ წუთებში, “აიპრესის” კორესპოდენტი რუსთაველის გამზირზე იმყოფება. მისი თქმით, მთავარ გამზირზე შეშა და კასრებია გაშლილი

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს, რათა აქციაზე მყოფი ხალხი სიცივეს გაუმკლავდეს.

აქციაზე შეკრებას მონაწილეები 7 საათიდან დაიწყებენ, სადაც ელოდებიან პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის სასურველი შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.

ცნობისთვი, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად