შესასვლელის დაბლოკვის გამო, ლუვრის მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა (ვიდეო)

ლუვრის მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა მუზეუმის შესასვლელი დაბლოკეს, ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მუზეუმის შესასვლელთან ათობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ლუვრის თანამშრომლები. ზოგიერთი მათგანი სკანირებდა: “მონა ლიზა გაფიცულია, ლეონარდო გაფიცულია”.

მომიტინგეები საფრანგეთის მთავრობისგან საპენსიო რეფორმაზე უარის თქმას მოითხოვენ.

საფრანგეთში საპროტესტო აქცია დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. საპენსიო რეფორმის ყველაზე საკამათო პუნქტი ასაკობრივი ბარიერის გაზრდაა. ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმა სწორედ საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

რეფორმის თანახმად, პენსიების გაანგარიშების სისტემა ერთ სტანდარტამდე შენარჩუნდება. ამჟამად საფრანგეთში 42 საპენსიო პროგრამა მოქმედებს.

საახალწლოდ სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის გეგმების ერთგულია, თუმცა საფრანგეთის ლიდერმა მთავრობას მოუწოდა, პროფკავშირებთან დიალოგში კომპრომისი იპოვოს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად