”შესანიშნავი განწყობა მაქვს”- ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის არჩევნებზე ხმა მისცა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას ტეელარხი “112 უკრაინა” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ხმა კოლეჯში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

“კარგი დილაა … შესანიშნავი განწყობა მაქვს: ბავშვები, კვერცხი, ყავა და ემინემი”, – დასძინა ზელენსკიმ.
პროზიდენტობის კანდიდატმა ასევე რეპერ ემინემის სიმღერა წაიმღერა.

„ჟურნალისტებთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ, მან თავისი სამოქალაქო მოვალეობა შეასრულა“, -იუწყება ტელეარხი.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან. უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირონ, სწორედ ამ დრომდე იმუშავებს საარჩევნო უბნები.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...