არ არის გამორიცხული, რომ ასეთ ინიციატივას მხარი დაუჭიროს ჯანაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. როგორც გამოცემა “გარდიანი” იუწყება ამის შესახებ ჯანმოს ექსპერთტთა ჯგუფში უკვე იყო მსჯელობა.
“არის ისეთი სპეციფიკური გარემოებები, როდესაც მთავრობებს შესაძლოა, მოუხდეთ გადაწყვეტილების მიღება და ვაქცინაცია სავალდებულო იყოს“, – განაცხადა ექიმმა მიშელ რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადეს, რომ ჯერ საჭიროდ არ მიიჩნევენ, ქვეყნებს მოუწოდონ ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.