“შესაძლოა, შაბათის გამოყენება, დამატებითი გაკვეთილი”- სკოლებს გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად თავისუფალი გრაფიკი ექნებათ

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, არდადეგების გახანგრძლივების გამო, გაცდენილი საათების ანაზღაურების მიზნით, საჯარო სკოლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება მოუწევთ.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის თქმით, სამინისტრო სკოლებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს.

” ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები ამ ეტაპისთვის მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგელბშიც, თითეულ სკოლას თავისი მოსწავლის რაოდენობის, შესაძლებლობის ფარგელბში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ მოდიფიცირებას, რომ სასწავო წლის დასრულებამდე, თითეულ მოსწავლესთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა. შესაძლებელია გამოყენებული იქნას შაბათი დღეს, დამატებითი გაკვეთილები, ამ მიმართულებით მივცემთ სკოლას თავისუფალ მოქნილ გრაფიკს”-ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

სკოლებს გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად თავისუფალი არჩევანის საშუალება ექნებათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად