შესაძლოა, საფრანგეთში, COVID19-ის შემთხვევების მატების გამო, კომენდანტის საათი ისევ დაწესდეს

საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, ​​რომ უახლოეს მომავალში გარკვეული შეზღუდვები, კომენდანტის საათის ჩათვლით, დაბრუნდება ქვეყანაში სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო. ამის შესახებ ორშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კლემენტ ბონმა BFM სატელევიზიო არხის ეთერში განაცხადა.

18 ივლისს, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის 12 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტების აზრით, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ეპიდემიის ახალ ტალღაზე მიუთითებს.

კომენტარები
იტვირთება...