შესაძლოა, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” სამშენებლო სამუშაოები აგვისტოში დასრულდეს

ამის შესახებ გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი-ს” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებასა და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანა გაზსადენის მუშაობის მიმდინარე წელსვე დაიწყებაა.

ამჟამად „ჩრდილოეთ ნაკადი 2-თან” დაკავშირებით აშშ სერთიფიკატის გამცემ სხვადასხვა კომპანიებს სანქციებით ემუქრება. პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

კომენტარები
იტვირთება...