შესაძლოა “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლამპარდი შევჩენკომ შეცვალოს

შესაძლოა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გახდეს და მან ამ პოსტზე ფრენკ ლამპარდი შეცვალოს.

ამის შესახებ იუწყება AS-ი Le10sports-ზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, ფრენკ ლამპარდის მსგავსად ანდრეი შევჩენკოც თამაშობდა ლონდონურ კლუბში. უკრაინელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები “მილანში” გაატარა, თუმცა შემდეგ ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა. მან მოლოდინი ვერ გაამართლა და ისეთ მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშა, როგორც ამას იტალიაში აკეთებდა. სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ შევჩენკოს სახელი “მილანსაც” დაუკავშირეს, თუმცა მილანელთა ახალანდელმა მწვრთნელმა კლუბი მაღალ დონეზე აათამაშა, შესაბამისად “მილანში” მწვრთნელის შემცვლელი აღარ განიხილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...