შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გახდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ახვლედიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

თეა ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.

თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა.

2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად