შერემეტევოს აეროპორტში რუსეთის დამოუკიდებელი ნავთობის ქარხნის დამაარსებელი დააკავეს

13 ივლისის საღამოს, შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს კომპანია „Новый поток“-ის თანამფლობელი დმიტრი მაზუროვი. იგი ეჭვმიტანილია თაღლითობაში განსაკუთრებით დიდი მოცულობის თანხის, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მაზუროვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბიზნესმენი სბერბანკის კრედიტების ხარჯზე, ნულიდან აშენებდა ანტიპინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას, 2018 წელს ბანკმა მმართველობა თავის ხელში აიღო, ხოლო 2019 წლის მაისში კი აქციების 80%-იც გაიყოლა. მაზურივს ბრალად ედება 600 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა. მთლიანობაში კი, ანტიპინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბანკის 2,9 მილიარდი აშშ დოლარი მართებს.

მაზუროვი და სბერბანკი ფაქტობრივად ერთმანეთს სდებენ ბრალს თაღლითობაში, წერს რუსული მედია ორივე მხარეზე დაყრდნობით. სბერბანკს მიაჩნია, რომ მზუროვი ორმაგ ბუღალტერიას აწარმოებდა და მთავარი კრედიტორის გარეშე მოიზიდა დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტი. სბერბანკმა საჩივარი შეიტანა სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც აცხადებს უკანონო ქმედებების მრავალი ფაქტის შესახებ, რაც ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ იქნა განხორციელებული – მაზუროვის და ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორის გენადი ლისოვიჩენკოს მიერ.

მაზუროვი აღიარებს, რომ მიიზიდა დაახლოებით 650 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტები, რათა ნებისმიერ ფასად დაესრულებინა ქარხნის მშენებლობა, როდესაც საწარმოს ეკონომიკამ კრახი განიცადა, ხოლო ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 2014-2016 წლებში. თუმცა, ამ დაცემაში ბიზნესმენი მთავარ კრედიტორს სდებს ბრალს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...