“შენ შეგიძლია წერა” – ახალგაზრდული ორგანიზაცია ISIE-ის ესეების კონკურსი

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა “აიესაი” ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განივითარონ მათი პოტენციალი და უნარები არაფორმალური განათლების პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით. ISIE საქართველოში და საზღვარგარეთ ახალგაზრდებისთვის ქმნის დამატებით სივრცეს, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას მატებს საჭირო გამოცდილებას, რათა თაობებმა შეძლონ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროცესების ინიცირება და განხორციელება.

დღეს ISIE ქმნის ყველაზე საჭირო განსხვავებას საზოგადოებაში მომავალი თაობების გაძლიერებით და ნიჭიერი ახალგაზრდების გაერთიანებით. ეს არის სივრცე წარმატებული ახალგაზრდებისთვის მათი პიროვნული ზრდის, სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მისაღებად. ამავდროულად ისინი ხვეწენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა ინიციატივების შექმნითა და განხორციელებით. ორგანიზაცია ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ბიზნეს ფორუმი, კონფერენცია, ესეების კონკურსი, კონგრესი, მხატვარი, სპიკერი, მასტერკლასი და სხვა.

ამჟამად ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტზე “ესეების კონკურსი” კონკურსის მიზანია წერის მოყვარულ ახალგაზრდებს მისცეს საშუალება გამოხატონ თავიანთი ნიჭი და კრეატიულობა. პროექტი გათვლილია ახალგაზრდებისათვის, მათთვის ვისაც არ ეშინია სიახლეების და სურს დაამტკიცოს თავისი ორიგინალურობა. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი პროეტქები ჩატარდა საკმაოდ წარმატებულად, დაჯილდოვდნენ კომპეტენტური ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები.

ესეების კონკურსს საკმაოდ ბევრი აპლიკანტი ჰყავს, საიდანაც მეორე ტურში გადასვლის შანსი ეძლევა ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც ყოველი მოთხოვნის დაცვით დაწერეს ჩანახატი თემაზე “ბოლო ნაბიჯი პორიზონტამდე” ესეების კონკურსის ჟიურის წევრები საკმაოდ კომპეტენტური და მიუკერძოებლები არიან. ისინი ობიექტურად შეაფასებენ ნაშრომებს და გამოავლენენ საუკეთესო მონაწილეებს, რომლებიც დაჯილდოვების ცერემონიაზე, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

ჩვენი კომპეტენტური ჟიურის წევრები არიან: გურამ შეროზია, ეკა ქევანიშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ნანა ტოხვაძე, გიორგი კეკელიძე. კონკურსანტებს კი ელით: თბილი, მეგობრული გარემო, საინტერესო გამოცდილება და უამრავი პრიზი, რომელსაც ჩვენი კონკურსის სპონსორები გადასცემენ საზეიმო ვითარებაში. კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა “აიესაი”-საგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად