“შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ”- ფუდპანდა 2015 წლის მსოფლიო კვების დღესთან დაკავშირებით შიმშილობასთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს

კომპანია „ფუდპანდა“ საქველმწმედო ფონდ „ლიბერალურ კვალთან“ ერთად გთავაზობთ ერთი თითის დაწკაპუნებით აირჩიოთ რა ტიპის საკვები წაუღოს საჭმლის მიტანის სერვისმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

 

16 ოქტომბერს მსოფლიო კვების დღეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში. 

კვების დღის აღსანიშნავად, საკვების მიტანის სერვისი „ფუდპანდა“ (www.foodpanda.ge) იწყებს კამპანიას „შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ“, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და შიმშილობასთან გლობალურ ბრძოლას შეუერთდება. 

16-22 ოქტომბერს ფუდპანდა საკუთარი მომხმარებლების სურვილებს შეაგროვებს. ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს 5 საკვების ნაირსახეობიდან ერთი (ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, წიწიბურა, ან ლობიო) და უბრალოდ Facebook-ზე განთავსებული პოსტის გვეშ დაკომენტარებით. 

აქცია ფონდი „ლიბერალურ კვალთან“ ერთად ტარდება, რომელიც დაეხმარება ფუდპანდას გვერდზე ყოველი1 კომენტარის შესაბამისად, 1 კილოგრამი პროდუქტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებს გადასცეს. პოსტის გაზიარების შემთხვევაში კი, დონაცია გაიზრდება ორჯერ. რაც მეტი ადამიანი ისაუბრებს პრობლემაზე, მით მეტს გასცემს ფუდპანდა.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ფუდპანდას გვერდს (www.facebook.com/foodpandage.) და დატოვეთ კომენტარი შესაბამისი პოსტის ქვეშ დონაციის საკვების ასარჩევად. ამასთან, შეძლებთ მეტი გაიგოთ თუ სად წავა თქვენს მიერ არჩეული საკვები. 

ერთი მარტივი დაწკაპუნებით ფუდპანდა ერთი კილოგრამ საკვების დონაციას მოახდენს. გაცემა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა – შეუერთდით გლობალურ მოძრაობას, რათა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ. გახდით შიმშილის დამარცხების ნაწილი და მოახდინეთ ცვლილება ფუდპანდასთან ერთად.

შიმშილობასთან ბრძოლის პროცესი 1945 წელს, კვებეკში გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩამოყალიბებით დაიწყო, რომლის მიზანიც შიმშილობის პრობლემის მსოფლიოსთვის ჩვენება და მათში სამოქმედო მუხტის წარმოქმნა იყო. FAO-ს კვლევების მიხედვით, 805 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მთელს მსოფლიოში ქრონიკულ შიმშილში ცხოვრობს. მათი 60% ქალები არიან, და ყოველწლიურად შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თითქმის ხუთი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
მხოფლიო კვების დღე ყოველწლიური ქმედებაა შიმშილის წინააღმდეგ და იმართება 16 ოქტომბერს. საწყისი უდევს კვებეკში 1945 წელს, და ბოლო 15 წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები მოიტანა: 40 ქვეყანაში მოშიმშილე ხალხის რაოდენობა განახევრდა; ასევე განახევრდა ხუთწლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა, რაც ნიშნავს დაახლოებით 17,000 გადარჩენილ ბავშვს დღიურად.
http://www.worldfooddayusa.org/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად