შემთხვევის ადგილზე ვაზაგაშვილის ოჯახის მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი იმყოფება

ზურა ვაზაგაშვილის საფლავი გამნაღმველებმა დატოვეს და ამ წუთებში ადგილზე სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მუშაობენ.

 

ადგილზე იმყოფება ექსპერტ – ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც იქ ოჯახის მიწვევით იმყოფება. მისი განცხადებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მუშაობას აღმკვეთი ზოლის მეორე მხრიდან აკვირდება, რადგან შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ აფეთქების ხასიათზე და სიმძლავრეზე რაიმე კონკრეტულის თქმა ახლა არ შეუძლია.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებით, ის საყვავილეში დამონტაჟებულმა ნაღმმა იმსხვერპლა. ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე კიდევ ორი საყვავილეა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ადგილიდან 2 – 2.5 მეტრის მოშორებით დგას დაზიანებები თითქმის არ ემჩნევა. არ არის დაზიანებული აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 3 მეტრში მდგარი, დაბალი, შუშის მრგვალი ლამპიონი. ყვავილების ერთი თაიგული სასაფლაოს პერიმეტრის შიგნით, მაგრამ საფლავის გალავნის გარეთ აგდია. იური ვაზაგაშვილი ცხედარი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე დამაგრებული თეთრი ჯვრის ქვეშ მდებარეობს, სახით ზემოთ, ერთი ფეხი მუხლში აქვს მოხრილი. 

იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ცხედარს დღეს არ გადასცემენ, რადგან სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. მათი თქმით შესაძლო ცხედარი  ხვალაც არ გადასცენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...