შემოსავლების სამსახურმა 33 800 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 169 ბლოკი (33 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად