ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში,  ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34  პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867  განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში  1 457 526

პირის შესახებ  არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება  2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული.

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574