შემოსავლების სამსახურის უფროსმა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასვლითი თათბირი გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებთან და გეზის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის პირობებში თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურები. იგი ასევე, გაეცნო მიზნობრივი ტესტირების შედეგებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობა განიხილა და მათ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საბაჟო სერვისებთან დაკავშირებით უწყება ეტაპობრივად განახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად