შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიაში, ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 1534 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

კომენტარები
იტვირთება...