შემოსავლების სამსახურის თანამშრომლება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ,,ფენაზეპამი“ (500 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (58 აბი), 71 გრამი კოკაინი, 113 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და 67.7 გრამი მარიხუანა გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად