შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

გლობალური პანდემიის პირობებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტების სპეციალური სითხეებით დამუშავება.

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე  ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა.  დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.

აღნიშნული ობიექტები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სათანადო წესით დამუშავების პროცესზე ზედამხედველობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად