შემოსავლების სამსახური საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესებთან დაკავშირებით

“პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო) ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად